ცვლის მენეჯერი

აღწერა

"დომინოს პიცა" (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას. საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს შვიდ ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს. გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას! განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მმართველობით (მენეჯერულ) უნარ-ჩვევებს, დანარჩენს ჩვენ გასწავლით! ვაკანტური პოზიცია - ცვლის მენეჯერი ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი. (საბურთალო, ისანი) სამუშაო საათები: სრული გრაფიკი 5/2 (ცვლიანობის განრიგი) ანაზღაურება: ცვლის მენეჯერი - 900 ლარი + ბონუსის სხვადასხვა კატეგორია. ფუნქცია-მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა ცვლის განმავლობაში. ** ცვლაში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი; ** მოვალეობების შესრულებისას კომპანიის სტანდარტებისა და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა; ** კომპანიის პროგრამასთან მუშაობა; ** პროდუქციის ვადების კონტროლი; ** პროდუქციის მიღება/დახარისხება. ** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია მომსახურების სფეროში. ** სასურველია საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** ლიდერული ** ენერგიული ** აქტიური ** პოზიტიური ** პუნქტუალური ** შრომისმოყვარე ** ყურადღებიანი და მობილიზებული ჩვენ გთავაზობთ: ** ღამის ცვლაში (18:00-02:00) მუშაობის შემთხვევაში - ტრანსპორტირება; ** დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში ** გრძელვადიანი თანამშრომლობა; ** ფინანსური და პოზიციური განვითარების პერსპექტივა მოკლე დროში . გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected], წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ცვლის მენეჯერი" . გისურვებთ წარმატებას! თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ცვლის მენეჯერი
აუგუსტი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

ბარისტა-გამყიდველი
კიოსკი ქორნერი
თბილისი 100₾ დედლაინი: 2 კვირაში

დღის ან ღამის ცვლის ოპერატორი
იზივეი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Domino`s Pizza

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო